მუზეუმი – გუშინ, დღეს, ხვალ

IMG_4857IMG_4858

მუზეუმი ბერძნული წარმოშობის  სიტყვაა და   მუზათა  ტაძარს,  მუზათა  მფარველობის  ქვეშ  მყოფ ადგილს   ნიშნავს, რომლის  ძირითად  ფუნქციებს კოლექციების შეგროვება, მისი შენახვა-მოვლა,  კვლევა და  საზოგადოებისთვის ჩვენება წარმოადგენს. მას,  როგორც საგანმანათლებლო ადგილს  და კულტურული იდენტობის მატარებელს,  ერის  განვითარებაში და მის მსოფლიო ასპარეზზე  წარმოჩენაში  უდიდესი  წვლილის შეტანა  შეუძლია. ამიტომ ჩვენი მუზეუმების  და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობების  მოვლა– პატრონობა  მომავალში  განხორციელებული  უდიდესი ინვესტიციაა.
საქართველოს მედიცინის  მუზეუმი 1963 წელს მიხეილ შენგელიას  და  მისი  თანამოაზრეების  თაოსნობით  დაარსდა. იგი საბჭოთა  სივრცეში  ამ პროფილის  პირველი მუზეუმი იყო,  რომელიც  თავდაპირველად ‘ლურჯ მონასტერში’  მდებარეობდა, ხოლო  80-იანი წლებიდან  უზნაძის  51-ში,  1872  წელს აშენებულ საფერშლო სასწავლებლის შენობაში  განთავსდა.   1986 წლიდან   მუზეუმში  დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 90-იანი წლებში შეჩერდა და  უკანასკნელი 20-25 წლის  განმავლობაში მედიცინის  მუზეუმი  ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებდა. ყველა  რესურსი   არსებული  ექსპონატების  გადარჩენისკენ იყო   მიმართული.

იღბლიანი ‘შემთხვევის’ შემდგომ,  რომელსაც   ალბათ  ბედი უფრო უნდა  ვუწოდოთ,  2013 წლიდან  მედიცინის  მუზეუმითვის  გარდამტეხი,  ახალი ეტაპი დაიწყო.      მუზეუმის  დირექტორის  რამაზ შენგელიას  ინიციატივით   ჩამოყალიბდა ჯგუფი,  რომლის წევრებმაც:  ვატო წერეთელმა (არტისტი,  თანამედროვე  ხელოვნების ცენტრის დაამარსებელი),  აკა მორჩილაძემ (მწერალი, ისტორიკოსი), ფრენსის ბელსერმა (არტისტი) და პანს დე ჰერდერმა   ( კონსვერვაციის და  რესტავრაციის ექსპერტი)   აქტიური მუშობა  დაიწყეს  მუზეუმის  ახალ  კონცეფციაზე და მის  განვითარებაზე.   ჯგუფის  შექმნის  ინიციატივად და  მუზეუმის ახლებური  გააზრების  წინაპირობად იქცა გოეთეს  ინსტიტუტის მიერ განხორციელებული  პროექტი: ‘დროის  მანქანა –  მუზეუმები  21 საუკუნეში’.

მუზეუმის  ახალმა კონცეფციამ,   თავისთავად  გამოკვეთა  მუზეუმის  იდენტობის, მედიცინის ისტორიის  უნიკალურობის   და  ზოგადად   ქართული მედიცინის  უპირატესობის  საკითხი. (მედეა  როგორც – თანამედროვე მედიცინის ძირითადი პრინციპის ეფექტური რეალიზაციის გზის ფუძემდებლი  და სახელის – მედიცინის ფუძის დონორი.)

2014  წლიდან პარტნიორი ორგანიზაციების  დახმარებით (კაპაროლის, ინსტას, ჰაიდელბერგ ცემენტის, გოეთეს  ინსტიტუტის, აჭარაბეთის მხარდაჭერით)   გარემონტდა  მედიცინის  მუზეუმის  მესამე  სართული, სადაც ახლა თანამედროვე  ხელოვნების  ცენტრია  CCA განთავსებული,  რომელშიც  ერთდროულად  ერთიანდება სასწავლო და  საგამოფენო სივრცე.  ამ  ურთიერთთანამშრომლობამ მუზეუმის ‘გაცოცხლება’ გამოიწვია   და  სახელოვნებო  წრეების  მედიცინის  მუზეუმისადმი  ინტერესი გააღრმავა.

ამა  წლის თებერვლიდან მუზეუმისთვის  კიდევ ერთი ახალი და  მნიშვნელოვანი  ეტაპი დაიწყო.  რაც არსებული 19 000  საექპოზიციო  ერთეულის,  რომელიც ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ ხალხური  მედიცინის  ნიმუშებს, არქეოლოგიურ არტეფაქტებს,   ექიმთა  პირად არქივებს, სამედიცინო დანიშნულების იარაღებს, სამკურნალო მცენარეების  ჰერბარიუმს, მუზეუმის  ბიბლიოთეკაში დაცულ იშვიათ წიგნებს და ა.შ. აერთიანებს,    წინა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მომზადებას, მათი პირველადი  მტვრისგან  გასუფთავებას   და  განახლებულ, გარემონტებულ საცავში განთავსებას გულისხმობს.  ამ პროცესში ორი  მოხალისე ეკა  კალანდაძე  და  თამილა აბესაძე არიან  ჩართულები, რომლებიც  ეროვნული მუზეუმის  რესტავრატორის  ფრიდონ ლობჟანიძის მეთვალყურეობით და დახმარებით  მუშაობენ. მოხალისეები ტერნინგის   გავლის  შემდგომ დიდი ინტერესით და  საკმაოდ  სწარაფი ტემპით შეუდგენენ მუშაობას  და დღეისათვის  თითქმის  წინასარესტავრაციო სამუშაოს 80 % დასრულებულია.  მათთან  გასაუბრების  შედეგად  აღმოვაჩინე,  რომ სამუშაო  პროცესი საკმაოდ  საინტერესოდ მიმდინარეობს.   ხშირად ისე  ხსნიან სხვადასხვა ფონდის ყუთს,  რომ ისიც არ იციან, თუ  რა  სახის  რარიტეტული მასალა  შეიძლება იყოს  ყუთში და  ეს პროცესი   მათთვის  საინტერესო ‘აღმოჩენებით’  არის ხოლმე აღსავსე.

IMG_4853
ჩემი მუზეუმში ვიზიტისას მოხალისეები   70-იანი წლების  ექსპედიციის შედეგად შეგროვებულ  ხალხური მედიცინის კარაბადინს  წმენდნენ, სადაც თავმოყრილი  იყო ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში  გაბნეული სხვადასხვა  დაავადების  სამკურნალო რეცეპტები.

იმედია ფონდების სარესტავრაციო სამუშაოები მალე  დასრულდება.  მუზეუმის შენობასაც  ჩაუტარდება  რეაბილიტაცია, მოეწყობა  მედეასეული სამკურნალო მცენარეების  ბაღი, ბიბლიოთეკა,  საგამოფენო სივრცე  და ა.შ.   მუზეუმი  სრულად  იფუნქციონირებს   და  დამთვალიერებლებს  შეეძლებათ  ჩამოთვლილი ექსპონატები   იხილონ.  ვიმედოვნებ რომ  გამოფენა იმდენად შთამბეჭდავი იქნება მუზათა  ტაძარში,  რომ  თავად  გახდება ახალი ინსპირაციების  წყარო მკვლევარებისა  და  შემოქმედთათვის.

სტატია ბლოგისთვის  მოამზადა  ნინო ბარნოვმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s