აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა

slide_00

 

მიმდინარე  წლის 10-14  სექტემბერს  თბლისში  ჩატარდა   მედიცინის  ისტორიის  საერთაშორისო  საზოგადოების (ISHM)   რიგით 44-ე  კონგრესი. ამ  მსოფლიო  მასშტაბის სამეცნიერო ფორუმზე 28 ქვეყნის 120–ზე მეტი დელეგატი იქნა დარეგისტრირებული,  რაც  დიდი  წარმატება   და  პატივია ასეთი  დიდი  სამედიცინო  ისტორიისა  და  კულტურის   ქვეყნისათვის.
კონგრესის  ჩატარებამ  ხელი შეუწყო  სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას,  საქართველოს  მეცნიერებისა   და  კულტურის  უკეთ    გაცნობასა და  პოპულარიზაციას.

მედიცინის ისტორიის  საერთაშორისო  საზოგადოება  1921  წელს  ჩამოყალიბდა   პარიზში.  საზოგადოების  ძირითად  მიზანს  წარმოადგენს:    ხელი შეუწყოს  და  მხარი დაუჭიროს  მედიცინის  ისტორიის  შესწავლას  და  პასუხი გასცეს ყველა იმ გლობალური თუ ეროვნული მასშტაბის შეკითხვას, რომელიც  სამედიცინო  და  ბიოსამედიცინო  მეცნიერებების  და   ზოგადად,  სამკურნალო ხელოვნების განვითარების კანონზომიერებებს, სპეციფიკას ეხება.

კონგრესის  ორგანიზატორები  იყვანენ:  მედიცინის ისტორიის  საერთაშორისო  საზოგადოება, საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული აკადემია  და  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონგრესის მთავარ თემად და ლოგოდ შერჩეულ  იქნა – ‘’აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა’’. საუკუნეების  მანძილზე ეს გზა, კვეთდა რა მთელ საქართველოს, იმ ძირითად არტერიას  წარმოადგენდა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთ სამყაროს აკავშირებდა და კვებავდა, კულტურათა მშვიდობიანი დიალოგის საუკეთესო სახე იყო ყველა ეპოქაში. ამ გზას ხშირად მტერიც შემოჰყოლია, მაგრამ როგორც  ანთროპოლოგები აღიარებენ, ესეც კულტურული მიმოცვლის ერთერთი მნიშვნელოვანი რესურსი იყო. ჩინეთიდან ევროპამდე მოგზაურ ვაჭრებს, სასულიერო პირებს, მეცნიერებსა თუ უბრალოდ მოგზაურებს გადაჰქონდათ სამედიცინო ცოდნა და მზა წამლები, ახალი შეხედულებები და ურყევი ჭეშმარიტებები.
ეს ყველაფერი კარგად აისახა ქართულ კულტურაში ზოგადად და მედიცინაში, კერძოდ. საქართველო უძველესი კოლხეთის ისტორიული და კულტურული ტრადიციების მემკვიდრეა, მისი გენეტიკური კოდის მატარებელი. კოლხეთის მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას მითოსთანაა დაკავშირებული ერთ-ერთი  პირველი  მინიშნებები  მედიცინასა და ფარმაციაზე, სიკვდილ-სიცოცხლის, მარადიულობის პრობლემებსა და ღვთიურ სიბრძნეზე, საზოგადოდ.

საქართველო სამკურნალო მცენარეების ქვეყანაცაა. ძველი ბერძენი და რომაელი  მწერლები და ისტორიკოსები ამას ხშირად აღნიშნავდნენ. ქართველ მეცნიერებს 500-ზე მეტი შუასაუკუნეების სამედიცინო ხელნაწერი აქვთ აღმოჩენილი და შესწავლილი. მრავალსაუკუნოვანი სამედიცინო ტრადიციებიAაქ ახლაც ძალზე ძლიერია: ხშირად იქმნება ახალი წამლები ხალხური მედიცინის გამოცდილებისა და ადგილობრივი რესურსების გამოყენებით.

კონგრესისი  სამეცნიერო პროგრამის  ძირითად  თემებს  წარმაოდგენდა:
მედიცინის ისტორია და ზოგადი თეორია,
ტრადიციული მედიცინა აბრეშუმის დიდი გზის გასწვრივ,

სამედიცინო ხელნაწერები და ლიტერატურა,

სამედიცინო ფილოსოფია,

მედიცინა და რელიგია,

ბიოსამედიცინო ეთიკა მედიცინის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე

სამედიცინო სპეციალობების, დაავადებების ისტორია

90 წელი ISHM -ის დაარსებიდან: საზოგადოების განვლილი გზა და მიღწევები,

კავკასიის სამედიცინო საზოგადოების 150 წლისთავი

მედიცინის ისტორიის შესწავლის და სწავლების პრობლემები.
გარდა ამისა წაკითხული იქნა ორი მეტად საინტერესო ლექცია: ლუნდის უნივერსიტეტის (შვეცია) პროფესორმა მერაბ კოკაიამ საზოგადოებას ეპილეფსიის მკურნალობის ისტორიასა და თანამედროვე მეთოდებზე მოუთხრო, ხოლო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი თეოდორ შური კონგრესის მონაწილეებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს პოპულაციურ გენეტიკაზე ესაუბრა, მის მნიშვნელობაზე ისტორიის, არქეოლოგიის, დემოგრაფიის, მედიცინის და სხვა დარგების განვითარების ახალ ეტაპზე ასაყვანად.

გარდა  სამეცნიერო  პროგრამისა  კონგრესიის  მონაწილებს  საკმაოდ  დატვირთული სოცილური პროგრამა  ჰქონდათ.  ისინი  ესტუმრენენ  საქართველოს  ეროვნულ მუზეუმს,  ჰქონდა ტური  თბილისსა   და  კახეთში. ნაწილი ბათუმსაც ეწვია და შეხვედრა ჰქონდათ  აჭარის ხელისუფლების პირველ პირებთან. დაისახა მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო  გეგმები.

 

სტატია ბლოგისთვის  მოამზადა  ნინო ბარნოვმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s