სააფთიაქო საქმე

10362396_706556852715789_1132753427_n

სააფთიაქო საქმის შესახებ ჩვენ უკვე წინა პოსტში ვისაუბრეთ.  ვარძიის აფთიაქი, სადაც ნაათლად ჩანს ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეში კარგად განვითარებული სამედიცინო საქმე. ამ სტატიაში კი მოცემულია XIX საუკუნში სააფთიაქო საქმის განვითარების პროცესები.

ინფორმაცია აღებულია მ. შენგელიას  წიგნიდან  „ გარდამავალი პერიოდის ქართული მედიცინა“

აფთიაქის გახსნას, რომელიც უცილებელი კონპონენტია საერთოდ სამედიცინო დახმარების კომპლექსში და რომლის გარეშეც აზრი არა აქვს საექიმო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, საკმაოდ შეგვიანდა. საქართველოს საექიმო მმართველობის შექმნიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი აფთიაქის გახსნა თბილისში.

1805 წლის 10 თებერვალს პ. ციციანოვი მიმართავს საქართველოს საექიმო მმართველობას, რომ ადგილი გამოყოფილიყო აფთიაქის  გასაშენებლად, თუმცა ახალი ადგილის გამოყოფას სამკურნალო  მცენარეების ბაღის გასაშენებლად ციციანოვი მიზანშეწონილად არ თვლიდა, რადგან ის ისე ჩქარა არ ინებოდა გამოსაყენებელი. ამიტომ იძლევა რჩევას, რომ დედოფალი მარიას ბაღი ( მდებარე წავკისის ჭიშკართან), რომელიც ახლახან გადაეცა ხაზინას, გამოყენებულ იქნეს სამკურნალო მცენარეების ბაღად, თან მიმართავს საექიმო მმართველობას, რომ მმართველობის რომელიმე წევრის მიერ შემოწმებულ იქნეს გამოსადეგია თუარა მცეარეების პლანტაციად.  ეს მომართვა ციციანოვმა გააგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და დასძენს, რომ რუსი ექიმები ადგილობრივი ექიმებისგან იძენდნენ წამლებს, რაც თანხების გადახარჯვას იწვევდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ციციანოვის მოხსენებითი ბართის საფუძველზე, წარდგინება გააკეთა, რომ საქართველოში აუცილებელია აფთიაქისა და სამკურნალო ბაღის გახსნა რადგან ეს აუცელებელია სამხედრო სარგებლობისთვის. მაშასადამე საქართველოში პირველი აფთიაქის გახსნის თარიღია 1805 წლის 5 მაისი, რომელსაც ეწოდა : ,,Грузинская  полевая  аптека’’.  ხოლო რაც შეეხება სამკურნალო მცენარეების ბაღის გაშენებას ის საკმაოდ გაჭიანურდა რადგან საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

1813 წელს  საექიმო მართველობა წერდა, რომ საქართველოს საველე აფთიაქს ბინა არ ქონდა, მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო მოწყობილობანი, კერძო სახლში ინახბოდა, ცუდი პირობების გამო წამლები და ხელსაწოები ფუჭდებოდა.  საექიმო მმართველობამ მოითხოვა შეესყიდათ ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლი რომელიც მთლიანად დაიტევდა აფთიაქს. ამგვარად აფთიაქი ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლში მოთავსდა. არსებული აფთიაქი სრულებით ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. წამლები, სააფთიაქო შუშებიც კი მოსკოვიდან იგზავნებოდა. ყველაფერი  ეს  სიძნელეებს ქმნიდა აფთიაქის ნორმალური  მუშაობისთვის.

1843 წელს  თავადმა ერისთავმა გახსნა მინის ქარხანა სადაც დაიწყო  სააფთიაქო  ჭურჭლის დამზადება, რათა თბილისის აფთიაქები  მოემარაგებინა მინის ჭურჭლით. ერითავის ქარხანა მთელ  კავკასიას ამარაგებდა მინის ჭურჭლით.

1829 წლამდე მთელ კავკასიაში მხოლოდ ზემოთხსენებული 1 სახაზინო აფთიაქი არსებობდა, 1829 წელს კი შენბერს მთავრობის ნებართვით  გაუხსნია კერძო აფთიაქი იმ პრივილეგიით, რომ  15 წლის განმავლობაში მთავრობას არავისთვის არ უნდა მიეცა ნება ახალი აფთიაქის გახსნისა. ერთი კერძო აფთიაქის გახსნას მაინც ერთგვარი  გაუმჯობესების  შეტანა შეეძლო ამ საქმეში.  შენბერმა 1829 წელს გახსნილი აფთიაქი  1936 წელს შმიდტს მიჰყიდა.

1844 წლითვის შეეცვლილა  აფთიაქების რაოდენობა. ამ წლის წლიურ ანგარიშში  ,, საქართველო-იმერეთის გუბერნიაში’’ მხოლოდ თბილისში უჩვენებენ  1 სახაზინო  სათადარიგო აფთიაქს, სახაზინო-სარეცეპტო აფთიაქს და შმიდტის კერძო აფთიაქს. 1843 წლისთვის ,,სახაზინო-სარეცეპტო აფთიაქს’’,  როგორც მას უწოდებდნენ, 10868 რეცეპტი მიუღია, შმიდტის კერძო აფთიაქს  კი 24988.  განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ  შმიტდის აფთიაქის  კეთილგანწყობას  და კარგ მუშაობას. შმიდტის აფთიაქში ყოველთვის  ყოფილა მდიდარი ასორტიმეტი ქირურგიული ინსტრუმენტებისა, დესმურგიული და სხვა საექიმო პრაქტიკისთვის საჭირო მოწყობილობებით.

თბილისის საქალაქო სავაადმყოფოს საკუთარი აფთიაქი არ ჰქონდა. ის მედიკამენტებს ღებულობდა ზემოთხსენებული აფთიაქებიდან. თბილისის ციხის საავადმყოფოსთან არსებობდა პატარა აფთიაქი , რომელიც მთელი წლის მარაგს თბილისის აფთიაქებიდან  ღებულობდა. აფთიაქი ყოფილა აგრეთვე სიღნაღის ლაზარეთთან, რომელსაც მედიკამეტების მოსახლეობაზე გაყიდვის უფლება არ ჰქონდა. ასევე აფთიაქი ყიფილა თელავის ლაზარეთთანაც, რომელსაც უშუალოდ მეთვალყურეობას უწევდა მაზრის ექიმი.

თბილისის გუბერნიაში სხვაგან არსად არაა აფთიაქები, გარდა დამხედრო  ნაწილებთან და ჰოსპიტალებთან არსებული აფთიექებისა, რომელთაც ნება ეძლეოდათ, როგორც  ზემოთ ვთქვით, მიეყიდათ მოსახლეობისათვის  წამლები და რეცეპტები.

 

ბლოგისთვის  სტატია მოამზადა  ანა  სონგულიამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s