მედეა და მედიცინა


1483189_570476529699535_1581385505_n

 

მედიცინა —  მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა  ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდანაცილებისა და მკურნალობისსიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
ამ  განმარტებას წაიკითხავთ ვიკიპედიაში, თუმცა ამ სიტყვის წარმომავლობის შესახებ შეიძლება ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცოდეთ.
სიტყვა „მედიცინა“, მეცნიერთა მოსაზრებით,  კოლხეთის მეფის აიეტის ქალიშვილის –  მედეას სახელთანაა დაკავშირებული.

ის კოლხეთი, რომელიც არგონავტიკასა და სხვა ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება შავიზღვისპირეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ზოლში არსებობდა ძვ. წ. XIII- XII საუკუნეებში. ნარატიულ წყაროებსა და არქეოლოგიურ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კოლხეთში მაღალგანვითარებული მიწათმოქმედება და მეცხოველეობა ყოფილა. აქ სამკურნალო ხელოვნება თავისი კონცეპტუალური ბაზით, ნედლეულითა და იარაღ – მოწყობილობებით დამოუკიდებელ დარგად არსებობდა, თანაც, საგანგებო პროფესიული ემბლემით, – გველის გამოსახულებით.

სამეფო ოჯახის წევრები,  მედეას  მამიდა ჰეკატე და  უფოსი და კირკე კარგად ფლობდნენ  საექიმო ხელოვნებას.  ჰეკატეს ბაღში ხარობდა სამკურნალო მცენარეები. მათი გამოყენებით აიეტის კარზე სამკურნალო საშუალებები მზადდებოდა, მაგრამ მედეა განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო. იგი მარტოდმარტო, ღამღამობითაც კი სასახლის შემოგარენში ეძიებდა ახალ სამკურნალო მცენარეებს, მათ სამკურნალო თვისებებს დაადგენდა. შემდგომ, მათგან ფიზიკურ–ქიმიური და მექანიკური მეთოდებით აქტიური საწყისს გამოჰყოფდა და   წამლის შესაქმნელ კონცენტრატს, საწამლავს იღებდა. საწამლავის განზავებით კი წამალს ამზადებდა.  ეს არის დღევანდელი მედიცინისა და ფარმაციის უპირველესი პრინციპი და გაბატონებული მიდგომა. ამ მიდგომას იმდროინდელ მსოფლიოში და არც შემდგომ ათასწლეულში ანალოგი არ ჰქონია. ის მოგვიანებით გახდა ცნობილი ევროპაში და ისევ კოლხური სამყაროს მეოხებით – მითრიდატეს მემკვიდრეობის გზით.
იმ სამკურნალო მანიპულაციებს შორის, რომლებშიც მედეა იყო განსწავლული, ერთ-ერთი ჭრილობათა სწრაფი და ეფექტური მკურნალობაა. კოლხებთან ბრძოლაში დაჭრილი არგონავტები „მედეამ სულ რამოდენიმე დღეში განკურნა ფესვებითა და რაღაც ბალახებით“ (დიოდორ სიცილიელი).
მედეას უშვილობის მკურნალობაც სცოდნია. ათენის მეფეს ეგეოსს, რომელიც „უძეობით ყოფილა დაავადებული“, მკურნალი ქალი ეუბნება: „შენ ჯერ არ იცი, რა ბედს ეწიე, რომ მოხველ ჩემთან. ვიცი წამალი უძეობისა“.
კოლხი ქალი კოსმეტოლოგიაშიც ფრიად განსწავლული გახლდათ. მას აკუთვნებენ თმის შეღებვის აღმოჩენის პირველობას. იგი ფლობდა აგრეთვე კანის მოვლის საიდუმლოებებსაც. მედეამ ცრემლებით გაღიზიანებული სახის კანი „ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა და მოიშუშა“.
მკურნალი ქალი თავის სამედიცინო მოღვაწეობაში მიმართავდა სისხლის გადასხმასაც. დონორად ბატკანს იყენებდა. ამ მანიპულაციას მიმართა მან იაზონის ბიძის, პელიასის შემთხვევაში. აკად. ი.კასირსკი სისხლის გადასხმის ისტორიას მედეას მიერ ჩატარებული მანიპულაციით იწყებს.

მითიური  სიუჟეტის თანახმად მედეა იასონთან ერთად მიდის  საბერძნეთში.  მიუხედავად ელინური სამკურნალო ხელოვნების უაღრესად მაღალი დონისა, სამკურნალო მცენარეების ტექნოლოგიური გადამუშავება მეტად შეზღუდულად  იშვიათად და პრიმიტიული ფორმით ხდებოდა. ამდენად „მედიცინა“ მედეასეული გაგებით – შხამის დამზადებისა და მისი შემდგომი წამლად გარდაქმნა – საბერძნეთში სუსტად  იყო  განვითარებული. შხამის დამზადება ელინებმა მეტნაკლებად იცოდნენ, მაგრამ მისი წამლად ქცევა, არა.

თეზას, რომ სიტყვა მედიცინა მედეადან წარმოდგა (ისევე, როგორც ჰიგიენა – ჰიგიადან, პანაცეა –პანაცეადან და ა.შ.), სერიოზულ ოპონენციას უწევს ის ფაქტი, რომ თვით ბერძნები სიტყვა „მედიცინას“, საერთოდ, არ ხმარობენ. მრავალი საუკუნე დასჭირდა, ვიდრე რომაელები ამ ტერმინს დაამკვიდრებდნენ.

ცნობილია, რომ პომპეუსმა, როგორც იქნა, ღალატით დაამარცხა მითრიდატე, მის სახლში შესვლისთანავე ბიბლიოთეკა მოიკითხა, სადაც უამრავი სამედიცინო ხასიათის ფოლიანტი ინახებოდა. იმპერატორის ბრძანებით აღნიშნული ლიტერატურა გაზიდეს რომში და სრულიად საიდუმლოდ იქნა შესწავლილი. ამ წიგნთა უმეტესობის ავტორი თვით მითრიდატე იყო. სრულიად უეჭველია, რომ ამის შემდგომ მთელ მსოფლიოში თითქმის ორი ათასი წლის მანძილზე გავრცელებული ანტიდოტის და თითქმის პანაცეად აღიარებული „მითრიდატიუმის“ რეცეპტიც მაშინ იქნა ამოკითხული. ევროპაში შემოდის საწამლავის ცნება. კეთილშობილთა და ტახტის მაძიებელთა „შეიარაღებაში“ უმთავრეს ადგილს სამსალა იკავებს, მაგრამ ამავე დროს სწორედ ეს შხამები ხდება საფუძველი მსოფლიო ფარმაციის განვითარებისა. რომში მოკლე ხანში ჩნდება ტერმინი „მედიცინა“. მედეა მათთვის უკვე ისტორიაა, მომხიბვლელი მითია და ღმერთქალი.  პედანიუს  დიოსკორიდი (პირველი საუკუნე ქრ.შ.–დან) თავის სახელგანთქმულ ნაშრომს სამკურნალო საშუალებების წყაროების შესახებ ასე ასათაურებს: Materia Medica. ის ამ ტერმინის დამკვიდრების პიონერად ჩანს.
მე–18 საუკუნის გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის და მედიცინის ისტორიკოსის  კურტ იოაჰიმ  შპრენგელის კვლევა, მედიცინის  ისტორიის  ხუთტომეული კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება. დასახელებულია მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე (რ.კუპცისი მათ  ხუთ მცენარეს  უმატებს). რომაელები ამ მცენარეებს უძველესი დროიდან იცნობენ და სრულიად ბუნებრივია, რომ მედიცინის სახელიც აიეტის ჯადოქარი ასულის სახელიდან დაემკვიდრებინათ. შრენგელი წერს ჰეკატეს  ბაღზე,  რომელიც მისივე თქმით  მედეამ შეავსო და განავრცო.

მედეა გვევლინება არა მარტო კოსმეტიკის, ჰემატოლოგიის, ქირურგიის, ტოქსიკოლოგიის და სხვა დარგების სავარაუდო პირველმცოდნედ, არამედ – თანამედროვე მედიცინის ძირითადი პრინციპის ეფექტური რეალიზაციის გზის ფუძემდებლად და სახელის – მედიცინის ფუძის დონორადაც. შემდეგ მოიპოვა ამ ტერმინმა უფრო ფართო განზოგადება და, საერთოდ, იგი საექიმო ხელოვნების სინონიმად იქცა.

წყარო: http://www.modernpublishing.ge/view_post.php?id=1&pub=2&year=2008

ბლოგისთვის  სტატია მოამზადა   ნინო ბარნოვმა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s